Friday, September 4, 2009

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზე იყო (თავი II „საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები“) და აქცენტს სამხედრო და დიპლომატიურ „შეკავებაზე“ აკეთებდა. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ერთგვარი კონფლიქტი, ხოლო მეორე მხრივ, მიზნებისა და შესაძლებლობების ერთგვარი ასიმეტრია, ვინაიდან პოლიტიკური ამოცანებიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ქართული ჯარი იწვრთნებოდა უფრო მცირე კონფლიქტებისა და გარე ოპერაციებისათვის, ვიდრე ტერიტორიული თავდაცვისათვის. ეფექტური ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების სისუსტე სწორედ ამის დადასტურებაა.

სტრატეგიული ანალიზის პრობლემა არის უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. სამხედრო წრეებში ხშირად საუბრობენ დაზვერვის გაუმჯობესებაზე. „დაზვერვა”, ვფიქრობ, ცუდი თარგმანია იმ ტერმინისა, რაც უფრო მრავლისმომცველად ასახავს ამ სფეროს მნიშვნელობას. ინგლისურ ენაზე მას intelligence ეწოდება. მაშინ როდესაც დაზვერვა უფრო ინფორმაციის შეგროვებაზე აკეთებს აქცენტს, intelligence მოიცავს ამ ინფორმაციის დაკვეთას, მოგროვებას, ანალიზს, გავრცელებასა და შეფასებას. მართალია, სამხედრო და ტაქტიკური დაზვერვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური დაზვერვა უპირატესია.

სწორი პოლიტიკური ანალიზი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი სამხედრო ოპერაციები. ვითარების პოლიტიკური შეფასება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ჯავშანტექნიკა დაგვჭირდება მომავალში. სწორედ ამიტომ, სტრატეგიული პოლიტიკური ანალიზის გაუმჯობესებით უნდა დავიწყოთ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა.

ამ კონტექსტში კი აუცილებელია ჯერ გადაიხედოს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტია, და ამის შემდგომ შევუდგეთ სამხედრო-სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს, იქნება ეს სამხედრო სტრატეგია თუ რეზერვების რეფორმა. მართალია, რუსეთის ხელახალი აგრესია საკმაოდ რეალისტური დაშვებაა, მაგრამ მისგან თავდაცვის მექანიზმების ვარაუდის დონეზე განსაზღვრა სამხედრო სტრატეგიაში არ შეიძლება. უსაფრთხოების კონცეფცია პოლიტიკური ანალიზის პროცესია და აუცილებელია მისი სიღრმისეული ანალიზი, სანამ მისი სამხედრო რეალიზაციის გზებს დავსახავდეთ.

სამხედრო ანალიზი შეუძლებელია პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სამხედრო პოლიტიკის ტექსტებში „პოლიტიკური ეფექტიანობა“ უპირველეს ადგილს იკავებს. მოკლედ მისი განსაზღვრება შეიძლება, როგორც პროცესი, რომელიც რესურსებს წარმატებად გარდაქმნის. მსოფლიო ისტორიამ იმის ძალიან ცოტა შემთხვევა იცის, რომ გენერლებს პოლიტიკური წარუმატებლობა წარმატებად ექციოთ, მაგრამ ძალიან ბევრია პრეცედენტი, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ პოლიტიკას სამხედროთა წარუმატებლობის აღმოფხვრა. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე მსოფლიო ომი. მოკავშირეთა სამხედრო წარუმატებლობები ომის პირველ წლებში მათმა პოლიტიკურმა წარმატებებმა გამოასწორა, ნაცისტური გერმანიის ყველა ბრწყინვალე გამარჯვება ბრძოლის ველზე ასევე დიდი ნახტომი იყო მათი საბოლოო კატასტროფისაკენ. სწორედ ეფექტური პოლიტიკით შეგვიძლია რუსეთის საბრძოლო წარმატების შედეგების აღმოფხვრა. ეს არის ისეთი გამოსავალი, რომელსაც დრო, მოთმინება და ცოდნა სჭირდება. მისი შექმნა დღეს უნდა დავიწყოთ.

ამასთან ერთად ომამდელი სამხედრო ხედვა ზედმეტ ნდობას უცხადებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც შესაძლო ომის შემაკავებელ ფაქტორს. მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი მოკავშირეების როგორც შესაძლებლობა, ასევე მონდომება, პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენ უსაფრთხოებაზე. რაც უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს უცხოელ დიპლომატთა განცხადებები, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დაცვის ფორმალური პასუხისმგებლობა დღეს არც ერთ ჩვენ მოკავშირეს და არც ერთ ალიანსს არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სამომავლო ხედვები სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმასაც გაითვალისწინებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისი ან დაგვიანებული აღმოჩნდება. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა მისი მოქალაქეების ასაშენებელია და არა უცხოელი დიპლომატებისა.

დღეს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც გვაქვს მოკლევადიანი საფრთხეები, რომლებზეც არ არსებობს მოკლევადიანი პასუხები. გვაქვს აგრესიის საფრთხე და არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დავიცვათ მისგან თავი; გვჭირდება მტკიცე ხასიათის, გამოცდილი, განათლებული სამხედრო ლიდერები და არ გვაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და შესაბამისი ინსტიტუტები; გვჭირდება მართებული სტრატეგიული ანალიზი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი განათლების სისტემა ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ეს სწრაფად უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად ჩვენი მოკავშირეების დიპლომატიაზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებულ სამხედრო ინსტრუმენტებზე. ამ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალია სამომავლოდ ეფექტური სამხედრო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების საფუძვლების დღეს შექმნა.

მინისტრის ხედვა, რომელიც დღევანდელი ომის შემდგომ განახლებული ერთადერთი ფორმალური დოკუმენტია, სამხედრო პოლიტიკაში მართებულად აკეთებს აქცენტს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებაზე სამხედრო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. სამხედრო სისტემის წარმატებას სამოქალაქო სისტემის წარმატება განაპირობებს და აქ საჯარო სექტორის გაუმჯობესება, მათგან „მსწავლელი ინსტიტუტების“ შექმნა გადაუდებელი ამოცანაა.

ჩვენ გვჭირდება ქართული სამხედრო სკოლის შექმნა, ქართული სამხედრო აზრის განვითარება და ქართული სამხედრო კულტურისა და ტრადიციის ეტაპობრივი ჩამოყალიბება. ჩვენ დღეს გვჭირდება სამხედრო ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ როგორც პოლიტიკის ანალიზი, აგრეთვე მებრძოლთა შორის დისციპლინის განმტკიცება და მაგალითის მიცემა. ჩვენ გვჭირდება არსებულ პირობებთან (მცირე სახელმწიფო, დაკარგული ტერიტორიები, ძლიერი და აგრესიული მეზობელი) ადაპტირებული, საქართველოსათვის უნიკალური საბრძოლო დოქტრინის, გნებავთ, სამხედრო სკოლის შექმნა. ამის საფუძვლის ჩაყრა დღეს შეიძლება და, ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, მანამდე უნდა გავძლოთ, სანამ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს. ისრაელთან ანალოგიები მხოლოდ გეოგრაფიულ განზომილებაშია მართებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიური ან თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელი არაოფიციალური ბირთვული სახელმწიფოა.

სამხედრო წარუმატებლობების ანატომიაში სამი ტიპის წარუმატებლობას გამოყოფენ:
■ წარუმატებლობა მოსალოდნელი სიტუაციისათვის მომზადებაში;
■ წარუმატებლობა ახალ და მოულოდნელ პირობებთან ადაპტირებაში;
■ წარუმატებლობა გამოცდილების გაანალიზებაში.

„ძველმა ხედვამ“ მთავარი რისკი სწორად ვერ გათვალა: საქართველო აღმოჩნდა პირდაპირი აგრესიის წინაშე, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა მისი შეკავება. მცირე მასშტაბის კონფლიქტის ნაცვლად, ქვეყანა ფართომასშტაბიანი, ტრადიციული ომის წინაშე აღმოჩნდა. სამხედრო სისტემას გაუჭირდა მტრის ინიციატივის შედეგად შექმნილ რეალობასთან ადაპტაცია, გვქონდა სერიოზული პრობლემები დისციპლინაში, ორგანიზებასა და კომუნიკაციაში (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო); ორი შეცდომა რთული შეცდომაა, სამივე ერთად კი - კატასტროფული. სანამ ახალი ხედვა ფორმირების პროცესშია, კარგი იქნება მესამე წარუმატებლობის: „გაკვეთილების გაუთვალისწინებლობის“ თავიდან აცილება. „გაკვეთილების სწავლა“ პოლიტიკური პროცესია, რაც შემდგომ დაგვეხმარება იმაში, რომ მოსალოდნელი სიტუაციაც გავთვალოთ და სწორად ადაპტაციაც მოვახერხოთ.

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებიც საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზეც (19-20 მაისი, ბათუმი) განიხილეს, მართებულად ეყრდნობა სამხედრო სტრატეგიის ფუნდამენტურ პრინციპებს იმ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალებისათვის. რუსეთთან შედარებით, ჩვენი სამხედრო სისუსტის გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეკავებაზე (რომელიც გარკვეულწილად „ძველი ხედვის“ ნაწილიც იყო) კეთდება. განიხილება როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური ომის შესაძლებლობები, დეცენტრალიზებული მართვის უპირატესობა, „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი და „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკა სწორია, მაგრამ რთული. თუკი ბრძანება უნდა შეიცავდეს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც ბრძოლის ველზე სამხედრო თავადაც გააკეთებს (ჰელმუტ ფონ მოლტკე), მაშინ სამხედრო ლიდერებს ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც მათ უკეთესი განათლებით უნდა მიაღწიონ. მოუმზადებელი დეცენტრალიზაცია, შესაძლოა, ქაოსის საწყისი გახდეს. აქცენტები ინიციატივის შენარჩუნებასა და მოქნილობაზე, მობილობასა და ერთიანობაზე, რაც აგრეთვე გათვალისწინებულია სტრატეგიაში, მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის შემთხვევაში ძალების გადარჩენისა და ოპერაციული წარმატების მიღწევის თვალსაზრისით _ ეს სწორი პრინციპებია არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მაღალი მორალის შენარჩუნებაზე. მორალის ამაღლებისათვის სოციალური დაცვა და ნათელი პოლიტიკური მიზნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია. მორალის საფუძველი დისციპლინაა და ის პრობლემები, რაც გასულ წელს გამოჩნდა, მხოლოდ მკაცრი ორგანიზებისა და ერთობლივი, ხშირი რუტინული წვრთნების შედეგად შეიძლება აღმოიფხვრას.

საინტერესოა „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი, რომელიც განიხილება, როგორც ახალი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. აქ მნიშვნელოვანი იქნება იმ ზღვარის განსაზღვრა, რომლის იქითაც „თავშეკავება“ დაუშვებელია. ეს ზუსტად ისეთი მნიშვნელობის შემთხვევაა, როდესაც ომის საქმეებს მხოლოდ გენერლებს ვერ მიანდობ. ეს არა იმდენად სამხედროების, არამედ უფრო პოლიტიკოსების საქმეა. აქაც სამხედრო სტრატეგია პოლიტიკურ ანალიზთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური შინაარსით. მას შეუძლია მოწინააღმდეგისათვის აგრესიის ფასის „აწევა“ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც. მაგრამ ასეთი კონცეფციის რეალობაში განხორციელება მასშტაბურ ცვლილებებს მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის, რეზერვების მართვისა და სამხედრო-სამოქალაქო განათლების მხრივ. უკეთესი იქნება თუკი ამ კონცეფციის რეალიზაციის გზები უფრო ნათლად იქნება დანახული.

სტრატეგიულ და დოქტრინულ საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია სამხედრო სტრატეგიის ფინანსური მხარეებიც. შედარებით მცირერიცხოვანი, არაკონვენციური ომის შესაძლებლობების მქონე, მობილური და მოქნილი ძალები ნიშნავს არა უფრო იაფ, არამედ უფრო ძვირ არმიას, რადგან ის მაღალ საბრძოლო თუ საინფორმაციო-სადაზვერვო ტექნოლოგიებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი, მასობრივი არმიები. დამატებით დანახარჯებს მოითხოვს რეზერვების სისტემის რეფორმა, მასშტაბური თავდაცვის მომზადება და მისი უზრუნველყოფა. რამდენად მოხერხდება შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გადაიარაღება, გადამზადება და საერთო „გადაწყობა“ გლობალური და ლოკალური ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების ფონზე, მნიშვნელოვან კვლევას მოითხოვს. ერთი საკითხია სწორი სტრატეგიული ფორმის შერჩევა, ხოლო მეორეა მისი ტექნოლოგიური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა უნდა დარჩეს პრიორიტეტად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ როგორც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი, რასაც ახალი სამხედრო სტრატეგიის სამუშაო ვერსია პრიორიტეტთა ნუსხაში მართებულად ათავსებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში ჩანს წარსული გაკვეთილების გათვალისწინების მცდელობა, მთავარი პრობლემა არა ხედვაში, არამედ ხედვის რეალიზაციაშია. ჩვენ გვჭირდება „დიდი სტრატეგია“ იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის წარმატებული რეალიზაცია მოვახერხოთ. პოლიტიკური ეფექტიანობის ამაღლება, სტრატეგიული ანალიზის გაუმჯობესება, სამხედრო ლიდერთა უკეთესი განათლება პრიორიტეტებია, რაზეც უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სწორედ ამ მიმართულებით იყო შეცდომები და ხარვეზები ძველ ხედვებში და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ახალი ხედვა უფრო რეალისტური აღმოჩნდება, როგორც ძველის ანალიზში, ასევე ახლის დაგეგმვაში.

პასუხი ჩვენ პრობლემებზე არის - განვითარება, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე და მისი სიძლიერე. მხოლოდ მრავალმხრივად განვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ისეთი სამხედრო სისტემების შექმნა, რომლებიც დამარცხებებსაც გაუძლებენ და შეცდომებზეც ისწავლიან. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რომაელთა დამარცხება ბრწყინვალე ჰანიბალმაც კი.

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალის" 2009 წლის 12 აგვისტოს ნომერში

Wednesday, May 27, 2009

საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ.

ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ”ბალანსირებული პოლიტიკა,” რომელიც როგორღაც დააბალანსებდა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ამით საქართველოს მისცემდა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს; რომ ასეთი ბალანსირება ისტორიული კანონზომიერებითა და პოლიტიკური მიზანშეწონილებით არის განპირობებული. ხშირად ასეთი პოლიტიკის მაგალითად ჩვენივე რეგიონის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილება ხოლმე, რომელნიც თითქოს ასეთი პოლიტიკის საშუალებით ახერხებენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ ორ სახელმწიფოზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი სასარგებლო იქნება მოკლედ გავიხსენოთ თუ რას ნიშნავს ”ბალანსირება” (საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში) სინამდვილეში, რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო და ბოლოს, რატომ არის შეუძლებელი და შესაძლოა საზიანოც ”ბალანსირების” ის მოდელი, რომლის თაობაზეც ამ ბოლო დროს საუბრობენ.

განსხვავებით ჩვენში გავრცელებული მოსაზრებისა, ბალანსირება არ ნიშნავს (ორი ან მეტი) სახელმწიფოს ინტერესის ”შეზავებას” ან მათთვის თანაბარი ასპარეზის მიცემას. ტერმინი ”ბალანსირება” ძალთა ბალანსის თეორიის ნაწილია და მისი ტრადიციული ინტერპრეტაცია აღნიშნავს ერთი სახელმწიფოს გავლენის წინააღმდეგ მოქმედებას შიდა რესურსების მობილიზაციით, სხვა სუსტ ან ძლიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ბალანსირების ანალიზი და მისი განმარტებები და ინტერპრეტაციები მოცემულია ჯონ მეირშაიმერთან, ქენეთ უოლთსთან, სთივენ უოლთთან და სხვა რეალისტ ავტორებთან. ჩვენს შემთხვევაში, საქართველო ცდილობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერის დაბალანსებას დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით. სხვაგვარი გაგება ”ბალანსირებისა,” რომელიც იქნებოდა თეორიულად გამართული, დაეყრდონობა ისტორიულ გამოცდილებას და იქნებოდა პრაქტიკაში გამოყენებადი, საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს. ეს სტატიაც ამ საკითხის განხილვისათვის იწერება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ თუ რა ტიპის რუსულ ინტერესებსა და პოლიტიკასთან გვაქვს საქმე საქართველოში. რუსული პოლიტიკა საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში ”ნეგატიურია” - საქართველოს არასოდეს მიუღია ”პოზიტიური რუსული წინადადება” იმის თაობაზე, თუ რას მიიღებდა ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად. ”რუსული წინადადება,” თუკი ასეთი ოდესმე არსებობდა, ყოველთვის მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთი არ “დასჯიდა” საქართველოს თანამშრომლობის სანაცვლოდ. მუქარაზე დაფუძნებული პოლიტიკა საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი რამაა, რადგან იგი ეფექტური იარაღია პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი შედარებით ძლიერი სახელმწიფოების ხელში შედარებით სუსტ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა. თუმცაღა, მუქარასა და იძულებას, თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს პოლიტიკის არსენალში და იგი უვარგისია მაშინ, როდესაც საუბარი თანამშრომლობასა და ალიანსებს შეეხება. იძულება კარგი ინსტრუმენტია ექსპანსიის, ძალის პროეცირების, მოწინააღმდეგის ინტერესების შესალახად და მისი მოკავშირეების გასანეიტრალებლად, მაგრამ იგი გამოუსადეგარია, როგორც ინსტრუმენტი თანამშრომლობის შესაქმნელად. თანამშრომლობას სჭირდება ბევრად მეტი რამ, ვიდრე სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიული ძალთა თანაფარდობაა. იმისათვის რომ თანამშრომლობა შედგეს, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური (და არა ნეგატიური მაგალითად, ”გადარჩენა”) პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები და საერთო ღირებულებები.

თუკი მსჯელობის გასამარტივებლად საქართველოსა და რუსეთს მცირე ხნით იზოლაციაში განვიხილავთ ვნახავთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესში შეიძლება გადაიკვეთოს, ხოლო დანარჩენი სამი: პოლიტიკა, სტრატეგია და ღირებულებები შეუთავსებელი თუ არა, წინააღმდეგობრივი მაინც არის. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო დასავლეთზე და დასავლური სახელმწიფო მოწყობის ტიპზე ორიენტირებული საზოგადოება და სახელმწიფოა. საქართველოში ჯერ კიდევ არის დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ფიქრობს რომ რუსეთი არის ხსნა პრობლემებისაგან და გზა ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, მაგრამ ასეთ ჯგუფებს აკლიათ ორგანიზება და კომპეტენტური ლიდერები, რომლებიც მათი შეხედულებების ეფექტურ სამოქმედო გეგმად ფორმირებას და ამ გეგმის პოლიტიკაში რეალიზაციას შესძლებდნენ. თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ორგანიზებული ნაწილი კი დასავლური ტიპის ან დასავლური განათლებითა და მოდელებით აზროვნებს და მისთვის დემოკრატია შესაძლებლობის, ინიციატივის, კანონისა და უსაფრთხოების სამყაროა. მართალია ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრადიციები, მაგრამ დემოკრატიის მოთხოვნა ქვეყანაში ძლიერია.

რუსეთის მიერ ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრობისადმი აქტიურმა მტრობამ საქართველოს ხედვა დასავლეთს მიაჯაჭვა. მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთსა და შესაბამისად დემოკრატიაში შესაძლებლობას, თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ხედავს, რუსეთი დასავლეთსა და ლიბერალურ დემოკრატიას მტრულად აღიქვამს. ”სუვერენული დემოკრატიისა” და ”ძალაუფლების ვერტიკალის” რუსული პლაგიატი, ლიბერალურ დემოკრატიას ისევე უყურებს როგორც ბინ-ლადენი და მისი ალ-ყაიდა: ლიბერალიზმი (რუსულ ვერსიაში) და სეკულარიზმი (ალ-ყაიდას ვერსია) ”სამოქალაქო” რელიგიებია, რომლებიც ემუქრება ტრადიციულ ღირებულებებს, რელიგიასა და მორალს; ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს. ლიბერალიზმისა და სეკულარიზმის შიში და ერთგვარი მიუღებლობა მოქალაქეთა სხვადასხვა ფენებში საქართველოს პრობლემაც არის. ეს მისი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტისა და განათლების დაბალი დონის შედეგია და ”ქვემოდან,” ანუ ხალხთა მასების ნაწილიდან მოდის. აღნიშნულის მიუღებლობას კი რუსეთში ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად ”ძალაუფლების ვერტიკალის” მიერ წარმოებული პროპაგანდა ემატება, ანუ მას რუსული ელიტის დიდი ნაწილიც იზიარებს. ეს კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, შეძლებული რუსი შვილებს ინგლისში ასწავლის, ფულს შვეიცარიაში ინახავს და ზაფხულში ნიცის სანაპიროზე ერთობა, იგი მაინც დასცინის იმ დემორატიას, რომელიც ყოველივე ამის უსაფრთხოდ კეთების საშუალებას მასაც აძლევს.

ვინაიდან სტრატეგია პოლიტიკას ემსახურება, შესაბამისად განსხვავებულია ის მიდგომები, რომლებიც საქართველოს აქვს საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. NATO-სა და ევროკავშირისაკენ სწრაფვა, დასავლეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა სწორედ ამ სტრატეგიის გამოხატულებაა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სუსტი სახელმწიფო უფრო ძლიერ (ჩვენს შემთხვევაში უძლიერეს) სახელმწიფოთა ალიანსთან მეგობრობასა და კავშირს ესწრაფვოდეს. რუსეთი თავის მხრივ, მოქმედებს დასავლეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც მან 2008 წელს საკმაო წარმატებით მოახერხა, როდესაც შეაჩერა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მიცემის პროცესი. 2008 წლის აგვისტოში კი მან ძლიერი დარტყმა მიაყენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ხოლო შემდეგ დასავლეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებსა და საერთაშორისო პრესტიჟს ჩვენს წინააღმდეგ ომითა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებით.

ეკონომიკის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია რუსეთში და ასევე რუსეთსაც, ოღონდ მას არა უშუალოდ საქართველოში, არამედ ”საქართველოზე გავლით,” ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსული ბაზრის დაკეტვა, მშრომელთა მიგრაციის შეზღუდვა და სხვა პრობლემები საგრძნობლად აზარალებს ჩვენს ეკონომიკას. რუსული ბაზრის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის იქნებოდა სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი ინდუსტრიები, რომლებიც სარგებლობდნენ რუსული ბაზრით წარმატებულად გააგრძელებენ ბაზრების დივერსიფიკაციას, ზარალის შემცირება შესაძლებელი გახდება. მუშახელის მიგრაციის საკითხიც სტრუქტურული საკითხია და დროთა განმავლობაში აღნიშნული უმუშევრობის ერთგვარი კომპენსაციაც მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში უფრო უსაფრთხოა ბიზნესის წარმოება, იგი უფრო მდგრადია და ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ რყევებს. ამასთან, მსოფლიო მრავალ საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივას გვთავაზობს გლობალიზაციისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში.

ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი კვებავენ პოლიტიკურ და საზოგადო დისკურსს. საქართველოსა და რუსეთის არჩევანები აქაც რადიკალურად განსხვავებულია, რაც ხშირად არჩევანით, ზოგჯერ კი აუცილებლობით არის განპირობებული. მაშინ როდესაც კრემლმა გადაწყვიტა რომ მისი კამპანია მედიის წინააღმდეგ კარგი მიდგომა იყო პოლიტიკის საკეთებლად, საქართველოში ”იმედის” წინააღმდეგ 2007 წელს განხორციელებული მოქმედება შეცდომად მიიჩნევა; მაშინ როდესაც საქართველოში უკმაყოფილო ხალხი პიკეტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს და იყენებს ოპოზიციურ ტელე-არხებს, რუსეთში ასეთი რამ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია. საქართველოში მარგინალური პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფები რადიკალურ-ნაციონალისტური, რევანშისტული დაჯგუფებებია; რუსეთში მარგინალური პოლიტიკური გავლენა დემოკრატიულ ძალებს აქვთ. რუსეთს არ გააჩნია ღირებულებითი ხიბლი და ”რბილ ძალად” წოდებული გავლენა, რათა მიიზიდოს მოკავშირეები. დრო, როდესაც მას ასეთი ”რბილი გავლენა” ჰქონდა კომუნიზმის, როგორც მსოფლიო ომში გამარჯვებული იდეოლოგიის დამარცხებასთან ერთად წავიდა. დღეს კი, როდესაც ევროკავშირი ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” სთავაზობს მეზობელ სახელმწიფოებს, რუსეთი მათ გაზის მიწოდებას უწყვეტს და საქართველოს ბალისტიკურ რაკეტებს უშენს. ღირებულებითი არჩევანი ნათელია, ჩვენთვის განსაკუთრებით და უფრო მწვავედ აგვისტოს შემდეგ.

საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ტრაექტორია გამოწვეულია, როგორც დემოკრატიის მიზიდულობით, ასევე დასავლეთის მხარდაჭერის აუცილებლობით, რომლის დაკარგვაც საქართველოსათვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პრობლემებთან ჭიდილმა შესაძლოა ქვეყანა სისტემური გაძლიერების გზაზე დააყენოს. რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერა არ სჭირდება და შესაბამისად, მათი თანამშრომლობა სხვა ხარისხისა და მასშტაბისაა. საქართველოსა და რუსეთს სხვადასხვა სტანდარტებით სჯიან და მათ მიმართ განსხვავებული მოლოდინები არსებობს. რუსეთის სტაბილურობა და ზეგავლენა ძირითადად საწვავის ფასებს, პუტინის მკაცრად რაციონალურ მმართველობას და ელიტების ამ მმართველობით კმაყოფილებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური ზეობა შეიძლება მისი სისტემური დასუსტებით დასრულდეს და რუსეთი გადაიქცეს მსოფლიო უსაფრთხოების დიდ პრობლემად და არა მისი გადაჭრის მნიშვნელოვან ნაწილად.

დავუბრუნდეთ ხშირად ”ბალანსირების” მაგალითად მიჩნეულ სომხეთს და გარკვეულწილად აზერბაიჯანს. სომხეთი ერთგვარი ”ურთიერთთავსებადობის” პოლიტიკას ეწევა, სინამდვილეში კი მისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის მიერ არის ”დაყადაღებული.” აზერბაიჯანი ბალანსირებას იმით ცდილობს, რომ ნავთობს რუსეთშიც ყიდის, NATO-ს წევრობას აქტიურად არ ითხოვს, მაგრამ თანამშრომლობს მასთან. თითქოსდა, ორივე სახელმწიფოს წარმატებით უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გადაწვეტილი. მაგრამ ”ურთიერთთავსებადობის,” ან ორ ძალას შორის ბალანსირების ილუზიასა და ამ მიდგომის თეორიულ და პრაქტიკულ სისუსტეს წერტილს ყარაბაღი უსვამს: სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია. სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფორმულაში ბალანსირების ასეთი გაგება ნეიტრალურია - იგი არ განაპირობებს პოლიტიკურ დივიდენდებს, რადგან მთავარი მაინც ის არის, რომელი სახელმწიფო ან მხარე არის უფრო ინტეგრირებული, უფრო შეკავშირებული დიდ ძალასთან. ასეთი კი ამ ეტაპზე და განსაკუთრებით ყარაბაღის კონტექსტში სომხეთია. ასეთი ბალანსირების მოჩვენებითობას თუნდაც ის ადასტურებს, თუ რა სწრაფად თქვა უარი სომხეთმა NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე რუსეთის მოთხოვნის შედეგად და რაოდენ ენერგიულად უჭერს მხარს აზერბაიჯანი ნაბუკოს პროექტს, რომელიც რუსეთის გავლენის შესუსტებისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ასეთი ”ბალანსირება” დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და არა სახელმწიფოთა წარმატებული პოზიცირება საერთაშორისო სისტემაში ან მით უმეტეს, რაიმე სახის მწყობრი თეორია მცირე სახელმწიფოს ეფექტური საგარეო პოლიტიკისათვის.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონკურენციაში, მათ შორის გავლენის სფეროებისათვის პაექრობაში, უნდა გაიმარჯვოს ან დასავლეთმა (უფრო კონკრეტულად კი შეერთებულმა შტატებმა) ან რუსეთმა. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთათვის დასავლეთის გამარჯვება ეროვნული ინტერესების ნაწილია, ვინაიდან მეორე ან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, არსებობს რუსეთის სრული გავლენის გარდაუვალობა და/ან საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს იდეის მორიგი მარცხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო და თუ გნებავთ, სასიცოცხლო ინტერესი არის ის, რომ მივაღწიოთ მდგრად უსაფრთხოებას, განვითარებას და ლიბერალურ-დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას. ჩვენი სტრატეგიის მთავარი ღერძი დასავლეთზე და მის სამხედრო - პოლიტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე გადის.

ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა ომის შემდგომი რყევებიდან ფეხზე დადგომას და სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი რეჟიმის შექმნას; რაც ძალიან მნიშვნელოვანია - რამდენაც შესაძლებელი იქნება ახალი, ეფექტური რეფორმების განხორციელება; მაგრამ მხოლოდ ჩვენი არჩევანი საკმარისი არ არის, რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია და რაოდენ ბრძენიც ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. მრავალი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს იმაზე, მოხვდება თუ არა დასავლეთის სტრატეგიული და არა პერიფერული ინტერესების ზონაში საქართველო. ეს დამოკიდებულია დემოკრატიული სამყაროს ლიდერის - შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების განსაზღვრებისა და ფორმირების პროცესის შედეგებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს; ეს განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად მოახერხებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი უნისონში მოქმედებას საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და რამდენ ძალისხმევას გაიღებენ ისინი ჩვენთვის; დასასრულს, ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ რა მოხდება ხვალ მსოფლიოში. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს პასუხები, ზოგიერთ საკითხზე კი პასუხები უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და შევეცადოთ ამ ინტერესის გააზრებას, საზოგადოებაში კომუნიკაციას და მის რეალიზაციას და არა მის ხელოვნურ მოდიფიკაციას. ეს ჩვენი: სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაა. მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ არჩევანის დაცვაა, რომელსაც მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება და მომავალშიც დაემუქრება.

საქართველო და რუსეთი იმყოფებიან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი პოზიციების - თუნდაც მხოლოდ ისტორიული ქრონომეტრაჟის გამო, ერთმანეთთან მსგავსებებიც შეიძლება მრავლად აღმოვაჩინოთ, ორი სახელმწიფო და ორი საზოგადოება სხვადასხვა გზით მიემართებიან ისტორიული მომავლისაკენ. მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რამდენად შეუქცევადია ეს ისტორიული ტრაექტორია. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლა და საქართველოსათვის ჯერ სამწუხაროდ არ არსებობს. მაგრამ არსებული განსხვავებები, დღეისათვის გაკეთებული არჩევანები ამ ორი საზოგადოების განსხვავებული და შეუთავსებელი განვითარების ტრაექტორიებზე მიუთითებს. რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა მაშინ, როდესაც ეროვნული ინტერესები ასე განსხვავებულია შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში რეალური ალტერნატივები არის არაკეთილმეზობლურ რეჟიმში არსებობა ან ერთის მიერ მეორის ინტერესების დასათმობად იძულება (ომი).

სწორედ პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და ღირებულებითი ფაქტორების გათვალისწინებით ფორმირდება ეროვნული ინტერესები. ამ მხრივ, სასწორი საქართველოსათვის დასავლური ტიპის სახელმწიფოებრიობისაკენ იხრება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს რუსეთის ეროვნული ინტერესების კონფლიქტს ჩვენთან და პირიქით. ამ არჩევანების, ინტერსებისა და მთავარი მოთამაშეების ”დაბალანსება” შეუძლებელია. როდესაც მხოლოდ ოთხი ქვაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სტრატეგია და ღირსებულებები და ოთხივე პინის ერთ მხარეს დევს, შეუძლებელია სასწორის წონასწორობაში მოყვანა მსჯელობის დეფორმაციის გარეშე.

ლევან ცუცქირიძე

დაიბეჭდა გაზეთ ”24 საათში” 1 ივნისი, 2009

Monday, December 8, 2008

მცირე სახელმწიფოთა რეალობა

ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ.

შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი და მცირე სახელმწიფოებისათვის. კლაუზევიცი ორი ტიპის, ”პოზიტიურ” და ”ნეგატიურ” პოლიტიკურ მიზანს განმარტავს, რომელთა მიღწევასაც სახელმწიფოები ცდილობენ. ”პოზიტიური” ისეთი ტიპის მიზნებია, რომელთა რეალიზაციაც სახელმწიფოს რაიმეს შემატებს (მაგალითად ტერიტორიას). ”ნეგატიური მიზანი” კი სახელმწიფოს არაფერს მატებს, მხოლოდ უნარჩუნებს (მაგალითად სუვერენიტეტს). ძლიერი სახელმწიფოები შეიარაღებულ ძალებს ორივე, ”პოზიტიური” თუ ”ნეგატიური” მიზნებისათვის იყენებენ. მცირე და შედარებით სუსტები კი ძირითადად ”ნეგატიური” პოლიტიკური მიზნების რეალიზაციით არიან დაკავებულნი. ამას განაპირობებს საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი, სადაც ეროვნული უსაფრთხოება მთავარი ამოცანაა, შეიარაღებული ძალების მშენებლობა და ეფექტური გამოყენება კი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ასეთ პირობებში კი ბუნებრივია, მცირე სახელმწიფონი შედარებით უფრო დაუცველნი არიან.

სამხედრო ძალა, პოლიტიკა და დიპლომატია ისეთი ერთობაა, სადაც სამივე კომპონენტის ეფექტური ურთიერთქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია დიდ და მცირე სახელმწიფოებს შორის. ძლიერი ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ ძალის გამოყენებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და მიღებული შედეგების დიპლომატიით განმტკიცება. მეტიც, მათ შეუძლიათ მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარით ან სულაც მის გარეშეც მიაღწიონ სასურველს. სუსტ სახელმწიფოებს კი ამდენი არჩევანი არ გააჩნიათ. მათ შეიარაღებულ ძალებს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ სხვებთან შედარებით. ამიტომაც არის რომ ისინი ძირითადად ”ნეგატიურ” პოლიტიკურ მიზნებზე ახდენენ ორიენტირებას.

ტერიტორიულად მცირე ქვეყანათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ისრაელია, რომელიც არაოფიციალურ ბირთვულ სახელმწიფოდაც ითვლება. ისრაელი ასევე შეერთებული შტატების “მთავარი არა-ნატოელი მოკავშირეა” და ამერიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ისრაელი დღესაც არსებობს. ასეთი ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და საგარეო მხარდაჭერის მქონე ისრაელიც კი საკუთარი თავის გადარჩენისათვის ბრძოლით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა რეგულარულად ომობს და ხშირად არის ”ომის წამომწყები” იგი შედარებით უფრო იშვიათად არის ”ომის მიზეზი.” ის ტერიტორიებიც კი, რომელიც ისრაელმა არაბულ სახელმწიფოებთან ომებში დაისაკუთრა, უფრო და უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება მრავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, დემოგრაფიული თუ მორალური თვალსაზრისით.

სხვა ქვეყნები რაღა თქმა უნდა ბევრად უფრო კონსერვატიულნი არიან ისრაელთან შედარებით. რუსეთ-საქართველოს ომმა გვიჩვენა, თუ რაოდენ რთულ ვითარებაში არიან სახელმწიფოები, რომელნიც აგრესიული და ძლიერი მეზობლის წინააღმდეგ ცდილობენ ბალანსირებას. ჩვენც ძალიან მტკივნეულად გვიწევს მსოფლიო პოლიტიკურ რეალობასთან ადაპტირება. იმასთან, რომ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული თანასწორუფლებიანობა სულაც არ ნიშნავს თანასწორ შესაძლებლობებს თუნდაც დიპლომატიურ არენაზე; მსოფლიო არ იმართება დემოკრატიის იდეალებით, მეგობრობა სახელმწიფოთა შორის ანგარებიანია და არც პრაგმატიზმი და რაციონალობაა ხშირად პოლიტიკის საფუძველი. ასე რომ იყოს, პოლიტიკური უთანხმოებები ვახშამზე ხელმოწერილი გარიგებებით დამთავრდებოდა. მსოფლიო ისევ ისეთია, როგორიც იყო ათენისა და სპარტას ომების დროს, სადაც მთავარი ღირებულება ძალაუფლება და გავლენაა, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია უზრუნველყოს მოქმედების თავისუფლება. დღესაც, ისევე როგორც ანტიკურ საბერძნეთში, გამარჯვებული მართალი კი არ გამოდის, არამედ ძლიერი.

ჩვენი, ისევე როგორც სხვა მცირე სახელმწიფოთა შესაძლებლობები შეზღუდულია, ეს კი იმას ნიშნავს რომ ამოცანები ამ, შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა დავსახოთ. ისეთი მცირე ქვეყნები, რომელნიც მათზე ძლიერთა გარემოცვაში არიან, შეიარაღებულ ძალებს იყენებენ არა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ პოლიტიკის მიერ უკვე მიღწეული მიზნების შესანარჩუნებლად. მათთვის ასეთი მიდგომა არა არჩევანი, არამედ არასასურველი აუცილებლობაა. იგი ბევრ კომპრომისს, დიდი დროის ხარჯვას, ცოტა შესაძლებლობებს და მცირე მიღწევებს ნიშნავს. ჩვენნაირი სახელმწიფოები უსაფრთხოებას და უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციებში (საუკეთესო შემთხვევაში სამხედრო ალიანსებში, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა) და ეკონომიკურ ფორუმებზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციებზე და საერთაშორისო სამართლის იმ რთულ სამყაროში ეძებენ, სადაც მოსამართლეებს ჯერ კიდევ სხვები ნიშნავენ. მაგრამ რადგანაც ასეთია რეალობა, ყველაზე სწორი არჩევანი ამ რეალობაში ადგილის მოძებნა და საკუთარი როლის პოვნაა, რაც სამწუხაროდ, მაინც ვერ იძლევა უსაფრთხოების დამარწმუნებელ პირობას. მაგრამ ვინაიდან მცირე სახელმწიფოები იმ ოკეანეში ცხოვრობენ, სადაც ტალღებს დიდები აგორებენ, მათი არჩევანი უპირველეს ყოვლისა უკეთესი ნავის მშენებლობაა და არა ამ სახელმწიფოთა ავიამზიდების ჩაძირვაზე ოცნება.

ლევან ცუცქირიძე


სტატია დაიბეჭდა 10 დეკემბერს გაზეთ ”24 საათში”

Wednesday, April 2, 2008

საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები

საქართველოს პოლიტიკური დინამიკა მუდმივად აჩვენებს ერთ ტენდენციას: საქართველოში არ არსებობს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესძლებდნენ მუდმივ, მდგრად ბრძოლას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ეს ორი პრობლემა დიდწილად განაპირობებს პარტიული სისტემისა და საერთო პოლიტიკური კულტურის სისუსტეს საქართველოში.

დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის საყოველთაოდ გავრცელებული და მართალი იქნება თუ ვიტყვით, ეფექტური ფორმაა ”სახალხო მოძრაობის” ტიპის ორგანიზაციები, რომელნიც ცდილობენ გამოხატონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი. ამასთანავე, ძალზედ ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ იდეოლოგიათა აღრევას პარტიულ მოწოდებებში. სინამდვილეში კი პოლიტიკური პარტია ტრადიციული გაგებით, არის გარკვეული ჯგუფის ინტერესების გამომხატველი და არა საყოველთაო ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ასეთი საერთო სახალხო გაერთიანებები ძირითადად იქმნებოდა და იქმნება კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ან რევოლუციური მოძრაობებისათვის და არა დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში.

ყოველივე ეს რამოდენიმე, ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას ქმნის: პირველი, ეს არის ამომრჩევლის მუდმივი გაურკვევლობა, რომელიც ვერ ახერხებს ტრადიციული პოლიტიკური სიმპატიის ჩამოყალიბებას და არჩევნებიდან არჩევნებამდე ელის, თუ რომელი ახალი, ან ”შეცვლილი ძველი” პარტია გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე. მეორე პრობლემაა ის რომ, ასეთ პირობებში შეუძლებელია პოლიტიკური კულტურის განვითარება. ტრადიციულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს კონკურენციისა და თანამშრომლობის ტრადიციული მექანიზმები უყალიბდებათ, რომელთა ფარგლებში ისინი მიმდინარე პოლიტიკურ უთანხმოებებს არკვევენ ან ვერ არკვევენ. ეს უკანასკნელი თავისთავად არ წარმოადგენს დიდ პრობლემას - სხვადასხვა პარტიებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნიათ. ასეთ პირობებში ნაკლებია საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის რისკები, რადგან ტრადიციული პოლიტიკური კრიზისები ასევე ტრადიციული მეთოდებით წყდება: საკანონმდებლო ორგანოებში, პარტიულ ყრილობებსა და სასამართლოებში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია დემოკრატიის შექმნა, თუკი პარტიულ პოლიტიკურ სისტემას პოზიტიური განვითარების დინამიკა არ გააჩნია. ამ პრობლემებს მრავალი მიზეზი გააჩნია. მე ვარჩიე ორ მათგანზე დავწერო: პოლიტიკური სისტემის ხშირი ცვლილება და კაპიტალიზმის არასათანადო განვითარება საქართველოში.

საარჩევნო სისტემის მუდმივი ცვლილება ქართული პოლიტიკური რეალობაა. საქართველოში პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ იცვლება არა მხოლოდ საარჩევნო კანონის დეტალები, არამედ საარჩევნო გარემო, თანაც როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. დამოუკიდებლობიდან დღემდე საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად ექვჯერ შეიცვალა. საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო კოდექსში კი მინიმუმ 60-ზე მეტი ცვლილება შევიდა. მიუხედავად ბევრი ობიექტური გარემოებისა, რომელიც ამ ცვლილებებს განაპირობებდა, უნდა ითქვას, რომ ასეთი დინამიკა ხელს უშლის პოლიტიკური ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას. პოლიტიკური, ისევე როგორც სხვა ტიპის ორგანიზაციები შეიძლება სოციალურ ორგანიზმებად განვიხილოთ, რომელნიც ადაპტაციას გარემო პირობების შესაბამისად განიცდიან. გარემო პირობების ხშირი ცვლილება ხელს უშლის ევოლუციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი იწვევს ორგანიზმების გადაგვარებას ან დაღუპვას. პოლიტიკურ მეცნიერებაში გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ყოველი საარჩევნო სისტემა გარკვეულ პოლიტიკურ სისტემას ბადებს - გარკვეული დროის შემდეგ. ანუ სოციალური ორგანიზმები ადაპტირდებიან მოცემულ გარემოსთან შესაბამისად. ”დუვერჟეს კანონად” ცნობილი თეორიის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა ყალიბდება, შერეული სისტემის შემთხვევაში, პოლიტიკური აქტორები ძირითადად საარჩევნო ბლოკების სახით ფორმირდებიან, მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში კი ქვეყანა ორ-პარტიულ სისტემას იღებს. მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, საარჩევნო ოლქების სიდიდე და რაოდენობა, საარჩევნო ბარიერი და სხვა და სხვა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვართ განუვითარებელი პოლიტიკური სისტემის პირობებში, რომელიც აგრეთვე დუვერჟესა და სხვა პოლიტიკის მკვლევართა აზრით, გამოიხატება დამოუკიდებელი დეპუტატების სიმრავლით და შიდა-საპარლამენტო ფრაქციების ხშირი შექმნა-დაშლით. განვითარებულ პოლიტიკურ სისტემაში კი ეს უბრალოდ არარაციონალურია პოლიტიკოსთათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის ფორმირებისათვის აუცილებელია რაიმე ერთი სისტემის ან გარემოს არსებობა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენთან საარჩევნო სისტემა ასე ხშირად იცვლება, პოლიტიკური ორგანიზაციების ევოლუცია ძალზედ გართულებულია. ამ პირობებში პოლიტიკური ორგანიზაციები სწრაფად იბადებიან, მაგრამ სწრაფადვე ”იღუპებიან.” სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანია კონსენსუსი იმაზე, რომ ”უკეთესი კარგის მტერია” და რომ საუკეთესო კანონის დაწერა შეუძლებელია. შესაბამისად, სხვა თემებთან ერთად აუცილებელია კონსენსუსი იმაზეც, რომ შეიქმნას ერთი ტიპის საარჩევნო სისტემა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავებს, რათა პარტიებს მიეცეთ ევოლუციის, ხოლო ამომრჩეველს მისთვის სასურველი, სტრატეგიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

დემოკრატიისა და კაპიტალიზმის პირობებში პარტიები და ამომრჩევლები მოქმედებენ სამართლებრივი მექანიზმებით, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ორივე ამოცანა ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული, ამომრჩეველი ვერ იქმნის ნათელ პრეფერენციებს, რადგან ახალი პარტიები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან, პოლიტიკური ცენტრი კი როგორც წესი ცარიელია. განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში, ამომრჩეველი სტრატეგიულად ნაწილდება მისთვის მისაღებ პარტიათა მხარდამჭერებად, ხოლო განუვითარებელი ეკონომიკის პირობებში ამომრჩეველი დაბნეულია ახალ-ახალი პარტიების, უპარტიო ფრაქციების, ერთეული ლიდერების და ეგზოტიკური იდეოლოგიების შემყურე. ყოველივე ზემოთქმულს, ჩვენს მიერ დასახელებული მეორე პრობლემის განხილვამდე მივყავართ.

მეორე წინაპირობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სისტემისა არის კაპიტალიზმის, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების მოდელის არასათანადო განვითარება. კაპიტალიზმი ერთ-ერთი დიდი და კარგი გზაა ლიბერალური დემოკრატიისაკენ. დღეს საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებას რამოდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. პირველი ეს არის სასამართლოების სისუსტე და შეგრძნება იმისა, რომ კერძო საკუთრება არ არის კარგად დაცული. მეორე ფაქტორია მოსახლეობაში ჯერ კიდევ გამეფებული შიში კაპიტალიზმისა, რომელიც გამოწვეულია ერთის მხრივ იმით, რომ ქვეყნის მოდერნიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღწევია სათანადო დონისათვის, რათა კაპიტალიზმის დადებითი შედეგები (ინიციატივისა და შემოქმედების თავისუფლება, საწყისი კაპიტალის ხელმისაწვდომობა, სამრეწველო და საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა), მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი; მეორეს მხრივ ფაქტია, რომ თავისუფალი ვაჭრობა და გლობალიზაცია ძალიან ბევრს ტოვებს ”წაგებულ” მდგომარეობაში - საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. შორეულ პერსპექტივაში ბაზრის ბუნებრივად მოწესრიგების იდეის კრიტიკისას, თანამედროვე მაკროეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლორდი ჯონ მეინარდ კეინსი ამბობდა: ”შორეულ პერსპექტივაში ყველანი გარდაცვლილნი ვიქნებითო.” ერთ-ერთი ობიექტური სირთულე კაპიტალიზმის ფორმირების გზაზე დღეს სწორედ შორეული პერსპექტივის გაურკვეველი მოლოდინია, რასაც სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური სისტემა, დემოკრატიული წარსულისა და კაპიტალისტური გამოცდილების არ არსებობა იწვევს.

აღნიშული ორი პრობლემა პრინციპში წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემის მდგრადი განვითარების წინაშე არსებულ სერიოზულ დაბრკოლებას. ამ პრობლემების გადალახვისათვის კი აუცილებელია, როგორც დღეს არსებული ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაციების კონსენსუსი (ვინაიდან ეს მათსავე რაციონალურ ინტერესშია), ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის ამ იდეებისადმი მხარდაჭერა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ კვლავ დავრჩებით იმ დისკუსიაში, თუ რომელი კოდექსის რომელი მუხლი უმჯობესია.

”ეშმაკი რომ დეტალებშია” უკვე საქართველოს ყველა მოქალაქემ ისწავლა სატელევიზიო შოუებიდან საარჩევნო კოდექსის სხვადასხვა პუნქტების შესახებ. ახლა მთავარია ეშმაკი ამ დეტალებში დავტოვოთ, ჩვენ კი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას უფრო დიდი თვალსაწიერით გავხედოთ.


სტატია პირველად დაბეჭდა ინტერნეტ გამოცემამ "Georgian Daily" 2008 წლის 25 მარტს.
სტატიის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო დავით სახვაძემ, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითმა ასისტენტმა

Tuesday, January 22, 2008

Georgia’s Message to the North Atlantic Treaty Community

Georgia, a small albeit strategically located post-Soviet state, has long sought NATO membership. Since the Rose Revolution of 2003, a successful process of state building has been put in motion. Unfortunately, the events of November 2007, when the government put down mass protests using riot police and tear gas have raised many doubts as to whether Georgia was indeed bound to liberal democracy.

Mikheil Saakashvili called snap presidential elections to test the endurance of Georgia’s democratic credentials. Now, with the first ever truly competitive elections over, and with the West appraising the elections as generally meeting international standards, Georgia renews its call for membership in NATO.

NATO was established after World War II when its member states were reeling from the politico-economic and moral injuries caused by Nazism. The first members of the Alliance were states enduring the consequences of World War II, the Cold War and a myriad of “small scale” conflicts. They were not only eager to defend their democracies but were re-emerging from the great political, economic and—most importantly—moral catastrophe of the twentieth century.

Most of them were in extremely unstable political shape, with their uncertain future dependent on the outcome of a rivalry between the United States and the Soviet Union. The United States, assuming the dominant role amongst the democracies, tasked NATO to protect the restoration of Europe. Under the US nuclear umbrella, the Bretton Woods system played a key role in strengthening economies and achieving stability.

There are many examples of how safety from foreign aggression and domination leads to economic development and strong democracies. NATO member Italy suffered the threat of Communist terrorism until 1988. The Greeks fought a civil war as a result of their confrontation with Communists prior to joining the Alliance. Turkey joined NATO in 1952 and it had neither civilian control over the military nor entrenched liberal-democratic institutions. NATO was instrumental in protecting and strengthening stability in each of these and other states as well as in binding them to liberal values. Hence, the history of NATO is a path from military security towards the social, political and economic development, not vice-versa. Italy, Greece, Turkey and many other European states are cases to bear in mind.

It would be misleading to compare Georgia to these now-established European states or to equate the post-WWII political environment with today’s political context. The impact of Georgia on international affairs and in a given security architecture is, unfortunately to Georgians, very insignificant. However, the Georgia of today is a more democratic state than Turkey at the time of its accession to NATO; it is more stable than Italy after WWII or Greece before joining the North Atlantic community; the challenges Georgia face today are nothing compared to those of the European states at the time NATO was being built. Most importantly, the quest Georgia has is very much the same the Europeans had toward the United States: not to be left alone and unprotected against a powerful and aggressive neighbor. It was USSR for Europeans then, it is Russia for Georgians now.

International security is not strengthened in a stand-by mode. It is achieved through active engagement of partners and friends. Georgia already had a degree of such engagement through various partnership programs, and it passed this stage. Regardless of the fact that Georgia had, and will still have, many mistakes, and face many challenges, it will not be very much unlike Italy, Greece or Turkey and it still deserves to be granted a Membership Action Plan in the nearest future. By doing so, Europe and the United States will, on the one hand, again reaffirm their commitment to the founding principles of the North Atlantic alliance; on the other hand, they will not give a green light to Russia to further hamper the migration of nations towards organizations protecting and strengthening liberal-democratic statehood. Europe and the United States founded NATO on the ruins of World War II. Today, Georgia expects its very founding principles to be upheld by the very same Europeans who themselves passed down the same road. The difference is this is now happening not in the context of defeated Fascism and the threat of Communism, but in the context of post-Soviet totalitarian convulsions.

Building democracy and statehood simultaneously is arduous and risky. Many states choose to do one at a time. Punishing Georgia for risking doing both and encouraging Russia to exploit natural vulnerabilities that arise along this road will be unfair at least. It will also put in motion a very negative stream of international politics for the West. Instability in Georgia will have a direct impact on the streets of Europe. Feeling insecure from abrupt foreign manipulation, Georgia might again lapse into conflicts that still simmer in its backyard and are directly fueled by Russia. Georgia runs a strategically important oil pipeline, has an interesting economic potential and can serve as an important communication and trade hub between Europe and Asia. It also enjoys interesting geo-strategic location in politico-military terms.

In this light, the aspirations of Georgia and the interests of the West are meeting and fitting to each other. History has, for the good of us all, preserved many examples of the consequences that come about when one state is punished unfairly and the aggressor is appeased. We need only read these stories properly. Engaging Georgia now will cost the West less; it will cause a far lesser level of political controversy compared to NATO’s past and that of the liberal-democratic West. The outcomes, however, will be greater: Georgia will undoubtedly be bound to the path of democracy; one more “area of instability” will find its way towards safety and prosperity; and the success of democracy and statehood in Georgia will benefit the causes of democracy and stability in the Caucasus and Europe.

The question of whether Georgia shall soon join NATO is not a matter to be left to realpolitik alone. It is a matter of moral choice for the West. It is a choice to hold onto the very values and principles that saved much of Europe from falling into the grips of Stalin’s Communism.



This article was first published by the Georgian English Language Daily "The Messanger" on January 22, 2008

Wednesday, October 3, 2007

IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.



სტატიის სათაურში მოტანილი სიტყვები (ქართულად: სამართლიანობა სამეფოთა საფუძველია) ჰაბსბურგთა იმპერიის ყოფილ დედაქალაქში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას - სამეფო სასახლის კარიბჭეზე წერია. როგორც ჩანს, იმპერიასაც სჭირდება სამართალი და სამართლიანობა, რათა შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა, ძლიერება და მოქალაქეთა ლოიალობა. REGNORVM ანუ მეფობა (სახელმწიფოებრიობა) შეუძლებელია სახელმწიფო, იმპერიული თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირების გარეშე. აღნიშნულის ეფექტურობა კი სწორედ მათი სამართლიანი მოქმედებით არის განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯეროდათ ჰაბსბურგებს - ჩემი აზრით.

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი დებატები დეკლარაციულ დონეზე მაინც ადამიანის პოლიტიკური თუ უზენაესი უფლებებისა და თავისუფლებების, მოქალაქეთა და ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ იყო. პოლიტიკური დებატები და ანალიტიკოსთა მოკლე კომენტარები აუცილებელი და საჭიროა. თუმცაღა არანაკლებ, თუ არა უფრო მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების საფუძვლების ძიება, ჩვენი და სხვათა ისტორიის ანალიზი, მოვლენათა კანონზომიერებისა დანახვა და სწორი ორიენტირების აღება, რათა მომავალი უკეთესი იყოს ვიდრე გასული კვირის დებატები მედიასა თუ ქუჩაში. ამიტომ, ვფიქრობ საჭიროა კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რა განაპირობებს ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რომელნიც ადამიანთა თავისუფლების გარანტად გვევლინებიან და ხელს უწყობენ მათ საკუთარი საზოგადოებრივი თუ კერძო ინტერესების განხორციელებაში. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ სისტემაზე ვსაუბრობთ, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების ისტორიული გამოცდილებაა საინტერესო, რომელთაც აღნიშნული გზა უკვე გაიარეს და ფუკიამას სიტყვების პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, ”ისტორიის დასასრულის” მატარებელში ჩასხდნენ.

”ბურჟუაზიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია” (ბარინგტონ მური-უმცროსი)

ფარიდ ზაქარია ესეიში ”ადამიანის თავისუფლების მოკლე ისტორია” ადამიანის ცენტრალური ხელისუფლების ზედმეტი კონტროლისაგან გათავისუფლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად კონსტანტინე დიდის მიერ დედაქალაქის რომიდან კონსტანტინოპოლში გადატანას (324 ჩვ.წ.აღ) ასახელებს. კონსტანტინე დიდმა მთელი რომის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა კონსტანტინოპოლში გადანააცვლა. მან თან წაიყოლა ყველა და ყველაფერი გარდა ერთი ადამიანისა - ეს იყო რომის პაპი. აღნიშნული მოვლენა იყო პირველი პრინციპული ნაბიჯი სახელმწიფო და საეკლესიო კომპეტენციების რეალური გაყოფისა ევროპაში, რომელმაც სათავე დაუდო საერო და სასულიერო სამყაროს, ისევე როგორც სასულიერო სამყაროს შიგნით (მარტინ ლუთერი და სხვა რეფორმატორები) შემდგომ კონკურენციას და ხშირად, დაპირისპირებას ევროპაში. დაპირისპირებისა და კონკურენციის საუკუნოვანმა გამოცდილებამ კი ალტერნატიული აზრის პატივისცემისა და კრიტიკული აზროვნების ტრადიციის დამკვიდრებას და შესაბამისი პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუტების შექმნას შეუწყო ხელი.

რომის დაცემის შემდგომ, ევროპა განვითარების ერთ-ერთი მთავარ ეტაპზე გადავიდა, სადაც ხელისუფლება ძირითადად დეცენტრალიზებული იყო ადგილობრივი მმართველების ხელში, გერმანული ტომები არასაკმარის სიძლიერეს ფლობდნენ იმისათვის, რათა ცენტრალიზებული ხელისუფლება შეექმნათ ევროპაში, ხოლო ეკლესია დიდი მონდომებით იბრძოდა ძალაუფლების გასამყარებლად. განსხვავებით გაშლილი ველებითა და სტეპებით მდიდარი რუსეთისა თუ აზიისაგან, ევროპაში რთული იყო ცენტრალიზებული ხელისუფლების ფორმირება. ამ და სხვა იდეოლოგიური თუ პოლიტიკური საფუძვლების გამო, სწორედ შუა საუკუნეების ევროპაში დაიწყო დეცენტრალიზებული მმართველობის კულტურის ჩამოყალიბება. ვინაიდან ნომინალური მმართველები ვერ ახერხებდნენ სრული კონტროლის დამყარებას, ისინი საჭიროებდნენ ადგილობრივი კლანების, ფეოდალებისა თუ სხვადასხვა ტიპის მმართველების მხარდაჭერას ძვირადღირებული კამპანიებისათვის, იქნებოდა ეს მშენებლობა, ომი თუ ორივე ერთად. შესაბამისად, ევროპაში თანდათანობით ჩამოყალიბდა ავტონომიის, დამოუკიდებელი მეწარმეობის, კულტურული და ეთნიკური ტოლერანტობის, აზრის თავისუფლებისა და კონკურენციის წინაპირობები. ამავე პერიოდში იწყებს ფორმირებას კანონის უზენაესობის პრინციპი მისი თანამედროვე გაგებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულის ფორმირება იწყება არა ზემოდან ქვემოთ - მონარქისა თუ იმპერატორის კეთილი ნების გამოვლინებით ან როგორც მათი ძალაუფლების რეალიზაცია, არამედ ქვემოდან ზემოთ - ქვეშემრდომის შესაძლებლობით არ დაეშვა ზემდგომის არასასურველი მონაწილეობა ადგილობრივ საქმეებში. აღნიშნული ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ტერმინი ”კანონის უზენაესობა” ფაქტიურად ასახავს ცენტრალური ხელისუფალის უუნარობას ზედმეტად ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფალის საქმეებში. Magna Carta (1215) სწორედ ადგილობრივი ბარონების გამარჯვება იყო ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელმაც ბარონთა გამარჯვება განაპირობა მათი კერძო ეკონომიკური შესაძლებლობები წარმოადგენდა. ამ მხრივ, კანონის უზენაესობის ერთ-ერთ უპირველეს, თუ არა უმთავრეს საფუძვლად სწორედ ეკონომიკური ძლიერება გვევლინება.

აღნიშნული ვითარება რადიკალურად იცვლება შუა საუკუნეების დასასრულს, როდესაც სამხედრო რევოლუცია, მონარქიების გაძლიერება და ნაციონალიზმის აღზევება ახალ პირობებს ქმნის ევროპაში. მიუხედავად ამისა, ავტოკრატიული მონარქიების ფორმირება დროებითი და პრინციპში ხანმოკლე გადახვევაა დეცენტრალიზებული და თავისუფალი ევროპის საერთო ბუნებიდან. საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას (მიუხედავად მისი იმპერიალისტური ინსტინქტებისა რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში) და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ევროპაში ახალი რეალობა შემოაქვს სადაც ახალი, გამდიდრებული ბურჟუაზიისა და ინგლისელი ჯენტლმენების სახით ახალი და გავლენიანი პოლიტიკური ფენა - საშუალო კლასი იქმნება, რომელიც მისაბაძი ხდება როგორც მოსახლეობის დაბალი, ისევე მაღალი ფენებისათვის. ამ ცვლილებებს ახალი კულტურა შემოაქვს. ეს არის თავისუფალი მესაკუთრის კულტურა, რომელსაც ხელი მიუწვდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებზე, ამის შედეგად მონაწილეობს ძალაუფლების გადანაწილებაში (ინგლისის პარლამენტი ამის საუკეთესო ნიმუშია - The House of Commons) და ხდება სოციალური ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამის მაგალითია ინგლისის მეფის, ჯეიმს I-ის პასუხი მოქალაქის თხოვნაზე მისი შვილი ჯენტლმენთა კლასში ჩაერიცხა: ”შეუძლებელია იგი ჯენტლმენად ვაქციო, აი ლორდად კი ნამდვილად შემიძლია ვაკურთხო.”

ვესტფალიის ზავი საბოლოოდ აყალიბებს ევროპის პრინციპულ მომავალს, სადაც სახელმწიფო არის მთავარი და სუვერენული მოთამაშე საერთაშორისო სისტემაში, ხოლო ევროპული დემოკრატიის ფორმირების წამყვანი ძალა კი კაპიტალიზმი ხდება. მიუხედავად მეოცე საუკუნის კატაკლიზმებისა, ევროპის განვითარების პრინციპული გზა არ შეცვლილა და იგი დარჩა თავისუფალი ადამიანის სამყარო, რომელსაც შესწევდა ცენტრის ზედმეტი ძალაუფლების ალაგმვა. ისტორიულად, ადამიანის თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია, ზაქარიას თქმით, წინ უძღოდა დემოკრატიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას ევროპაში. ადამიანი პირველად ევროპაში გახდა მთავარი შემოქმედი პირი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

საბოლოო ჯამში, სწორედ კაპიტალიზმი და კაპიტალისტი გახდა ევროპისა და შეერთებული შტატების, ისევე როგორც მოგვიანებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფოს განვითარების მთავარი მოტორი. სახელმწიფოებმა, რომელთაც ჯერ პოლიტიკური ლიბერალიზაცია ამჯობინეს (თუნდაც ”კარგი სახის” შენარჩუნების მიზნით) და შემდგომისათვის გადადეს ეკონომიკური რეფორმები, საბოლოო ჯამში ჩამორჩენილი ეკონომიკისა და დიქტატურის რიგებში აღმოჩნდნენ. სახელმწიფოები კი რომელთაც ჯერ საკუთარი მმართველობითი სტრუქტურები და ეკონომიკა გააუმჯობესეს, როგორც წესი დადგნენ ლიბერალიზაციის შეუქცევად გზაზე. მრავალი მეცნიერის დაკვირვებით, ეკონომიკის ლიბერალიზაცია ბადებს ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს. ეს ახალი მოქმედი პირები შემდგომ თანდათანობით მოიპოვებენ პოლიტიკურ ძლიერებას, ხოლო საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მათ მიერ აწყობილი და დაცული პოლიტიკური ინსტიტუტების - პოლიტიკური პარტიების საშუალებით ახორციელებენ, ახორციელებენ, ვინაიდან მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. სხვა სიტყვებით, ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს განვითარების საუკეთესო გზაა პირველ რიგში ეკონომიკური დოვლათის შექმნა, რომელსაც შემდეგ, როგორც წესი მოაქვს ლიბერალური დემოკრატია და არა პირიქით. მატერიალური კეთილდღეობა ბადებს ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნილებას და ამასთანავე, ქმნის მისი დაცვის საუკეთესო შესაძლებლობებს. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითები საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატებია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნეგატიური მაგალითი კი დემოკრატიული კონსტიტუციით აღჭურვილი და დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსეთისათვის ”ეკონომიკური ემბარგოს” დამწესებელი საქართველოს უახლესი წარსულია.

ჩვენი გაკვეთილი

და მაინც, რა კავშირი აქვს ამ ისტორიულ მიმოხილვას გასულ კვირას ჩვენთან დაწყებულ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან? უპირველეს ყოვლისა ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ მოკლებულია როგორც ხელისუფლებაზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს - გამართული პოლიტიკური პარტიების სახით, ასევე ამ ბერკეტების ჩამოყალიბების საშუალებებს. მეორეს მხრივ ბუნებრივია, რომ სახელმწიფო მმართველობის სისტემა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობა კი ამ პრობლემების პირდაპირი შედეგი იყო. საქართველოს ეკონომიკას ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი დინამიზმი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად და ნამდვილად კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, არა მხოლოდ მეწარმეების სახით, არამედ უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური აქტორების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კერძოდ კი ძლიერი საშუალო ფენის შესაქმნელად, რომელიც ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იქნება ლიბერალური ღირებულებების მთავარი დამცველი. მხოლოდ შეძლებულ ადამიანს შეუძლია ეკამათოს და პოლიტიკური მეთოდებით დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, თუკი იგი მისთვის არასასურველ პოლიტიკას მიმართავს. მშიერი და უუფლებო ადამიანები კი ძირითადად რევოლუციებს აწყობენ.

კაპიტალისტური კულტურისა და ეთიკის დანერგვა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მნიშვნელოვანი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეროვნული მნიშვნელობის მქონეა, რომელიც სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკად მესახება, არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო არამედ მენტალური თვალსაზრისითაც. ამ პოლიტიკის შენარჩუნება, ვფიქრობ ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა. მხოლოდ ეკონომიკური საშუალებების მოპოვებით არის შესაძლებელი კანონის უზენაესობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

რეფორმების პროცესი რთული და მტკივნეულია. ადგილობრივი მეწარმე მტკივნეულად აღიქვამს იმპორტირებული პროდუქციის კონკურენტულ ფასს, სამწუხაროდ გარკვეული ხნის მანძილზე ყველა ვერ შეძლებს ჰილტონის დარბაზებში ისადილოს და ბუნებრივია ამ პროცესში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღმოჩნდება წაგებული. მიუხედავად ამისა, ასეთი მტკივნეული რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის, იდეოლოგიასა და სხვადასხვა ფენების ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების ფორმირება, რომელნიც ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელი ძალა იქნებიან. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ერთი პიროვნების გარშემო არსებული პარტიებით ”საზრდოობა.” ასეთ პირობებში კი ამ ადამიანთა მიერ სამართალდარღვევა თუ პოლიტიკური შეცდომა პარტიას არსებობად უჯდება, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეთათვის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის მთავარი საშუალების უარყოფა. ”პრივატიზაცია, პრივატიზაცია, პრივატიზაცია!” ურჩევდა სოციალიზმიდან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ გარდამავალ გზაზე მყოფ ქვეყნებს მილტონ ფრიდმენი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური აზრის (ჩიკაგოს სკოლა) ერთ-ერთი ფუძემდებელია. ეკონომიკური ზრდის მიღწევა, კერძო კაპიტალის შემოდინება და დაგროვება იმ გზის ფუნდამენტია, რომელიც კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე უნდა გავიაროთ.

ის, რომ ამ წერილში კაპიტალიზმის მნიშვნელობაზე გავამახვილე ყურადღება არ ნიშნავს, რომ კანონის დაცვა, ჩინოვნიკთა თუ პოლიტიკოსთა კეთილსინდისიერება, ეროვნული და დემოკრატიული იდეალები ან თუნდაც პატრიოტიზმი მეორეხარისხოვანი ფაქტორებია. მაგრამ ეკონომიკური შესაძლებლობის, კერძო საკუთრებისა და კერძო კაპიტალის გაჩენა აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ფორმირებისათვის. რეფორმების შედეგად დაგროვილი უკმაყოფილება ხშირად პოლიტიკურ პროტესტშიც გადაიზრება, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი პოლიტიკურ პროცესად იქცევა. სწორედ აქ არის ხელისუფლების როლი: დაიცვას კანონი და არ დაუშვას ანარქია; აქვეა ოპოზიციის შესაძლებლობაც: ცალკეულ მოქალაქეთა უკმაყოფილება პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად ”გადათარგმნოს” და აქვეა მთლიანად ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულება ანგარიში მოვთხოვოთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ვაიძულოთ ორივე მხარე უერთგულოს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ორიენტირებს, როგორებიცაა ლიბერალური ღირებულებები, კაპიტალიზმი და ე.წ. ”დასავლური ორიენტაცია,” რომელსაც უფრო ლიბერალურ-დემოკრატიულ ორიენტაციას ვუწოდებდი.

ჩვენი სახელმწიფოს განვითარება ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბების ისტორიულ კანონზომიერებას მიჰყვება და ეს ნამდვილად დადებითი, თუმცაღა რთული და მტკივნეული პროცესია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი და თუკი ჩვენს საზოგადოებას ეყოფა მოთმინება, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი საკუთარი და მსოფლიოს ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების ათვისებას, მაშინ შევძლებთ მართებულ პოლიტიკურ ტენდენციებს ჩავუყაროთ საფუძველი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ავირიდებთ თავიდან ვითარებას, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციების დიდი ნაწილი სერიოზული სახით კამათობს იმის თაობაზე თუ რა უმჯობესია, გაფუჭებული საქმის გამოსწორება თუ ის, რომ საქმე საერთოდ არ გაფუჭდეს; ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა უფრო წაგვადგება კონფლიქტების დარეგულირებაში თუ პირიქით; კემპინსკის სასტუმრო უფრო სასურველია ეკონომიკის განვითარებისათვის თუ სადღაც სარდაფში სალარო აპარატის გარეშე მომუშავე სასადილო.

იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ. კანონიერება სახელმწიფოსა და მმართველობის ეფექტურობის საფუძველია. ათენისა და რომის ძლიერების, მათი კანონების განხორციელების გარანტს კი თავისუფალი მიწათმოქმედნი თუ მევაჭრენი წარმოადგენდნენ. რომის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება ერთ-ერთ უმთავრეს და გარანტირებულ უფლებას წარმოადგენდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ შეერთებული შტატების კანონის უზენაესობისა და ეფექტურობის გარანტი ეკონომიკურად ძლიერი და შესაბამისად, პოლიტიკურად თავისუფალი მოქალაქეა. კანონის უზენაესობის წყარო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და შედეგად ის პოლიტიკური მოთხოვნებია, რომელთა ზურგს უკან ნამდვილი მესაკუთრე და კაპიტალისტი, საშუალო კლასის წარმომადგენელი - ჯენტლმენი დგას, რა თქმა უნდა კაპიტალისა და კაპიტალისტის რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.

ლევან ცუცქირიძე

Wednesday, March 28, 2007

Strategy for Conflict Managment: On the New Definition of a Peace Process

Anyone who practiced boxing or martial arts, played chess or other strategy games learns the following lesson: it takes a series of efforts to beat the opponent. In order to bring the opponent into imbalance, one must plan and then execute a sequence of consecutive actions to gain initiative, mount pressure, and finally impose one's will upon the challenger – make him surrender to certain terms or else risk an outright defeat: Mate. In other words, a single blow rarely produces an absolute knockdown. The winning side is most often not only the fittest, but also the smartest; the winners run their decision-making cycle faster then the losers; they are the ones who act and the future losers only react to the actions; most importantly, the winners impose their will by creating a different context of a game. Only then it is possible to produce a knockdown or make the opponent surrender to the terms of your choice. The analogy between the strategy in the environment of a game and the strategy in conflict management is not new; it has been in use for already several decades to influence the outcomes of conflicts. This leads me to suggest that we approach the recent policies of the Georgian government vis-à-vis the breakaway republics in the light of a broader strategic context.

Let us look at some of the recent events in the history of Georgia's conflicts in Abkhazia and the South Ossetia regions: The emergence of Dimitri Sanakoyev as an alternative actor in the South Ossetia; the return of the Georgian rule to Abkhazia's Upper Kodori part; and the recent initiative to create a "temporary" administrative units covering the entire South Ossetia. All of this actions create a very different context for the de-facto rulers in these regions whose best shot would be to unite with the Russian Federation and the second best – to maintain the status quo. What we must not forget is that their very survival rests upon the pledges they make to their power brokers: that they will not deal in with the Georgian government.

However, the reality, which is now beginning to emerge (or more correctly which must by all means emerge if we want to succeed), in the hearts of the would-be states is very different. This new reality is marked with several important characteristics. Firstly, it is dynamic and attractive. It has a potential of offering a better living conditions to the local population and broader opportunities for profit-making. Secondly, it creates new actors with access to people - the greatest source of power; Thirdly, it gives the Georgian government better tools to communicate and administer. The creation of "temporary administrative units" in the South Ossetia will produce a backbone for both increasing the pressure on already existing leaders and to implement the variety of rehabilitation projects to win the hearts and the minds of the local population. It will also enable the Georgian government to create a greater pool of dependable allies right inside the separatist enclaves; such a new context will also help in deconstructing the image of the Georgian enemy: a world populated by Georgians versus Abkhaz or South Ossetians - an image being actively promoted by the existing regimes.

The Georgian government must invest a lot to create such opportunities and change the perceptions of reality inside the conflict zones.
Another important aspect of a different reality is that it puts several international organizations into an uneasy situation. On the one hand, they are dealing with existing authorities, who have no legal legitimacy and whose place at the negotiating table is conditioned by their influence in the region - at a time these decisions were made, they were appropriate and reflected the reality on the ground. The reality is, however, changing and the international organizations will have to adapt to it in order to maintain their value and credibility. The key questions are whether the UN must deal with the formally legitimate authorities sitting in the Kodori Gorge or shall the OSCE also be meeting Dimitri Sanakoev? What are the legal and, importantly enough, moral arguments for not dealing with the newly empowered actors? All major international organizations will sooner or later have to engage these groups and the Georgian government is right in its emphasis on the importance of such a shift.

In the medium to long run, these new actions of the Georgian leadership promise several important outcomes:

- They have a potential to change the local reality inside the conflict zones, in the power centers of the separatist regimes by ending the monopoly of power and distributing it amongst various groups - some loyal to the idea of a peace deal with the Georgia proper;

- They create a new international reality: major international actors will have to take the new reality into consideration and engage new groups into the process of negotiation regardless of how difficult for these organizations this might be at the beginning. This will help the peace process by leaving the smaller room for a political sabotage.

- The new policy creates an alternative to the very secessionist regimes: the risk of being marginalized and eventually the risk of outright defeat - hence, both the risk of an escalating violence and the opportunity that they take a more conciliatory approach. No wonder, the Kodori Gorge was bombed and people died in the South Ossetia, the risks run high for everyone in this period of changing political landscape on the ground.

All of the above mentioned concerns the planning stage, which is promising in general. Putting the plan into operation is a major dilemma. To make a plan viable one needs to have skilled administrators and smart leaders in place, apply persistence and patience steadily. This requires funds and a fair and effective mechanism for their disbursement. Strategy of peace or a peaceful policy of conflict resolution requires action. It is one of the remarkable differences between the Shevardnadze's and the Saakashvili's governments. The latter injects a new energy and a new vision in the process that covers administration, information policy and positive as well as negative inducements. In effect, the Georgian government had redefined its understanding of a "peaceful approach", pro-actively managing the conflict rather then mistakenly relying on existing negotiating frameworks only. We could take advantage of them, if any, but we must create and use other frameworks too.

The new definition of peace process must be based on pro-active, aggressive diplomacy and must encompass as wide a range of activities as possible - everything and anything short of military or police action. The latent presence of a military force must back up peaceful initiatives and most importantly, protect the achievements of policy. We must create necessary context by offering a variety of economic and political alternatives as well as new institutional channels for funneling the demands and desires of the population in these regions. In that, all the three initiatives are the important beginnings of change and must be welcomed.

We do not need a knockout victory but a technical one. We need a peaceful reconciliation, which requires strenuous efforts, persistence and calm leadership. By maintaining and strengthening new formats, institutions and actors in these regions, by showcasing and promoting new, better opportunities for individual citizens, the Georgian government will be able to influence the decisions in Brussels, New York, Vienna or Moscow.

Muhammad Ali won his greatest bouts by the smart movements on the ring that others could not phantom. Most importantly, he surpassed others by his incredible willpower. He said: "Champions are made from something they have deep inside them: a desire, a dream, a vision. They have to have last-minute stamina, they have to be a little faster, they have to have the skill and the will. But the will must be stronger than the skill." We may err at certain stages, however, what Ali said is important not only for boxers but also for the politicians.